მედიის ცნობით, კვირას, 17 მარტს, დილით, “როსავიაციამ“ დროებით შეზღუდა მოსკოვის აეროპორტების ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის მუშაობა დრონებით თავდასხმების საფრთხის ფონზე.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის რეგიონში 17 მარტის ღამეს და დილით ხუთი დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, სამი დრონი ჩამოაგდეს დომოდედოვოს რაიონში, კიდევ ორი - რამენსკის და სტუპინსკის რაიონებში.
Telegram-არხების თანახმად, ერთ-ერთი თვითმფრინავის ნამსხვრევები დომოდედოვოში საწყობის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც სახურავის ნაწილობრივი ჩამონგრევა გამოიწვია.