რუსული მედიის ცნობით, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, რუსეთის საელჩოს ეზოში, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი, მოქალაქემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეგდო. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა და ტერიტორიიდან გაიყვანა.
ამავე დროს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები იმართება მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში - დნესტრისპირეთში.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის ბოლო, მესამე დღეა.