მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განვიხილავთ რუსეთის შემადგენლობაში „სამხრეთ ოსეთის“ შესაძლო შესვლის საკითხს. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა განაცხადა, იუწყება რუსული პროპაგანდისტულ სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, - განაცხადა მან.
ალბოროვმა უპასუხა შეკითხვას რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვი და ცხინვალი კოორდინირებულ „საგარეო“ პოლიტიკას ატარებენ.
„როცა ჩვენ რუსეთთან ერთად მივალთ ამ იდეამდე {შეერთების შესახებ}, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - თქვა პუტინის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა.