საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აუცილებლად ეწვევა უკრაინას. ამის შესახებ მაკრონმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი მას შემდეგ შედგება, როდესაც მზად იქნება კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები.
"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით - აუცილებლად ჩამოვალ, მე მაქვს წესი: ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს უკრაინისთვის...
მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით“, - განუცხადა მან უკრაინელ ჟურნალისტებს.
მაკრონის თქმით, მისი მომავალი ვიზიტი ნიშნავს "ძლიერ გზავნილს და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს".
9 მარტს ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ უკრაიანში უკრაინაში ვიზიტს გეგმავდა „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ შეთანხმების დასასრულების მიზნით.
ვიზიტი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაიდო. მისი კონკრეტული თარიღი უცნობია.