სამხრეთ ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე დეკემბრის შემდეგ ვულკანი მეოთხედ ამოიფრქვა. ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ქალაქ გრინდავიკიდან, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მანამდე ძლიერ დაზარალდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხრციელდა ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა მეთევზეთა დასახლება გრინდავიკისკენ მიედინება.
ხალხი ასევე გაიყვანეს ცნობილი თერმული სპა „ცისფერი ლაგუნის“ ტერიტორიიდან, რომელიც ისლანდიის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა.
ქვეყნის საჰაერო სივრცე ღია რჩება, მიუხედავად იმისა, რომ კვამლი დიდ მასშტაბზე გავრცელდა.
ისლანდიაში 33 აქტიური ვულკანი მდებარეობს.