მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, გასულ ღამეს რუსთის დედაქალაქზე დრონებით თავდასხმა მოხდა. ინფრომაციას Baza ავრცელება.
სობიანინის თქმით, დრონები, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ, გაანადგურეს.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა დომოდედოვოს რაიონში მოიგერიეს ორი დრონის თავდასხმა, რომლებიც მიფრინავდნენ მოსკოვის მიმართულებით. ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე, წინასწარი მონაცემებით, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგანგებო სამსახურები მუშაობენ“,- განაცხადა სობიანინმა.
სობიანინის თქმით, ერთი დრონი ჩამოაგდეს რამენსკოეში და ერთი სტუპინოს რაიონში.
ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ ბელგოროდის, როსტოვის, კალუგისა და იაროსლავის რეგიონებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 35 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.