უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ვიქტორ ორბანის მთავრობის საწინააღმდეგო გაუშვეს იულია ნავალნაიას ვიდეომიმართვა, სადაც რუსი ოპოზიციონერის ქვრივი აკრიტიკებს ორბანს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისთვის.
„რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში? იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ მას ჰყავდა ერთგული მოკავშირეები ევროპაში, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას ევროპის ერთიანობის შელახვაში. რატომ არ ეშინია მას შედეგების? რადგან მან იცის, რომ ისინი დაიცავენ მას. რატომ კლავს ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს? იმიტომ რომ ევროპელი მეგობრები მას ზურგს უმაგრებენ. ამიტომაც პუტინი თავს დაუსჯელად გრძნობს“, - თქვა ნავალნაიამ ვიდეომიმართვისას.
იულია ნავალნაიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ორბანის პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს და მოუწოდა მათ, იყვნენ მამაცები. "რუსეთი არ არის პუტინი, უნგრეთი არ არის ორბანი”, - თქვა მან.