ფინეთში დღეიდან სპეციალური ნებართვის გარეშე რუსეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილება აიკრძალა.
ფინეთის საბაჟო სამსახურის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნით ავტომობილის მოძრაობა დაშვებულია. მაგალითად, სტუდენტებისთვის, სამუშაო ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანებისთვის ან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, თუმცა უნდა დაამტკიცონ, რომ აკრძალვის ძალაში შესვლამდე მანქანა ლეგალურად შეიყვანეს ფინეთში.
გუშინ ამოიწურა ვადა, რომლის განმავლობაშიც რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ მანქანებს უნდა დაეტოვებინათ ფინეთი. ამასთან, ფინეთის საბაჟო სამსახურს არ აქვს მონაცემები, თუ რამდენი ასეთი მანქანაა ამჟამად ქვეყანაში. საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა სამი რაკშიტმა განმარტა, რომ მისი დეპარტამენტი სისტემატურად არ აწარმოებს რუსული მანქანების რაოდენობის მონიტორინგს.
მანამდე, რუსული ნომრით მანქანების შესვლა. აკრძალეს ბალტიის ქვეყანებმა, ასევე აკრძალვები შემოიღეს პოლონეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ და ბულგარეთმა.