იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ანტონიო ტაიანიმ კატეგორიულად უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იდეა უკრაინაში დასავლური ჯარების შეყვანის შესაძლებლობის შესახებ.
ტაიანის თქმით, ნატო-ს მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნა შეცდომა იქნებოდა.
„რუსეთთან ომში ჩართვა ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს“, - დასძინა მან.
"ჩვენი სამხედროები კარგად აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ წითელ ზღვაში ჩვენი გემების დასაცავად, რასაც აკეთებენ ლიბანში, აფრიკაში, ერაყში. ჩვენი სამხედროები არიან მშვიდობის, გარანტიისა და თავისუფლების მატარებლები. ჩვენ არ ვართ იომში რუსეთთან ომის მდგომარეობაში“, - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნის შემთხვევაში, ფრანგული ძალები რუსეთის წინააღმდეგ შეტევაზე არ წავლენ.
უფრო ადრე კი განაცხადა, რომ „დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნა არ არის გამორიცხული“. შემდგომში მან დაამატა, რომ მისი რეზონანსული სიტყვები საგულდაგულოდ იყო გააზრებული.