რუსეთის ბელგოროდის ოლქში, მცხოვრებთა მოთხოვნით, ორშაბათს და სამშაბათს სავაჭრო ცენტრები დაიხურება. გარდა ამისა, სკოლებსა და კოლეჯებში საგაკვეთილო პროცესი, მათ შორის დისტანციური სწავლება შეწყდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
გლადკოვის თქმით, ეს ეხება უკრაინის მოსაზღვრე რაიონებს - ბელგოროდის, ბორისოვის, ვოლოკონოვსკის, კრასნოიარუჟსკის ოლქებს, გრეივორონსკის, ვალუისკის, შებეკინოსა და იაკოვლევსკის ურბანულ ოლქებს, ასევე ქალაქ ბელგოროდს
ასე მომდევნო კვირის დაასწყისში სწავლის შეწტვეტის რეკომენდაცია მიეცათ უნივერსიტეტებსაც. გლადკოვის თქმით, ორშაბათსა და სამშაბათს შესაძლოა დაიხუროს საბავშვო ბაღებიც.
სწავლის შეწყვეტას ურჩევენ უნივერსიტეტებს ასევე ურჩევენ დახურონ მომავალი კვირის დასაწყისში. ყველაზე რთული საბავშვო ბაღების მუშაობის გაუქმებაა, აღნიშნავს გლადკოვი.
გლადკოვის განცხადებით, დაბომბვის შედეგად ბელგოროდში სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.
გარდა ამისა, გლადკოვის თქმით, ქალაქში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები,15 მანქანა, ხოლო სოფელ დუბოვოეში ექვსი კერძო სახლი დაზიანდა.