მაიკ პენსმა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს მხარს არ დაუჭერს.
პენსი ერთგულად ემსახურებოდა ტრამპს, მაგრამ ყოფილ პრეზიდენტსა და მს სორის ურთიერთობა 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში მოწყობილ არეულობები სშემდეგ გაუარესდა.
„გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მე არ დავუჭერ მხარს დონალდ ტრამპს მიმდინარე წელს. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ადმინისტრაციის მიღწევებით. ეს იყო კონსერვატიული მიღწევები, რომლებმაც ამერიკა უფრო განვითარებული, უფრო დაცული გახადა, რამაც ჩვენს სასამართლოებში კონსევატორების დანიშვნის შესაძლებლობა მოგვცა, უფრო მშვიდობიან მსოფლიოში“, – განაცხადა პენსმა.
პენსმა ამავე დროს, აღნიშნა, რომ არცერთ სცენარში პრეზიდენტ ბაიდენისთვის ხმის მიცემას არ განიხილავს.