დასავლურმა ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მა მთლიანად არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა, იმ შემთხვევაში თუ იქ ვითარება გაუარესდება. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ გამოვრიცხოთ ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან არასდროს ვიცით, რამდენად სერიოზული გახდება სიტუაცია”.– განაცხადა მან.
ამასთან აღნიშნა, რომ ფინეთის პოზიცია მკაფიოა და უკარაინაშიძალებსი გაგზავნასთან დაკავშირებით ამ საკითხის განხილვაარ სურს.
შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა ადრე განაცხადა, რომ „დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნა არ არის გამორიცხული“. შემდგომში მან დაამატა, რომ მისი რეზონანსული სიტყვები საგულდაგულოდ იყო გააზრებული.