ისრაელმა დაამტკიცა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, მდებარე ქალაქ რაფაჰზე შესაძლო შეტევის გეგმა და ამავე დროს გამოთქვა იმედი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელიში აცხადებენ, რომ გეგმავენ კიდევ ერთი დელეგაციის გაგზავნას კატარში ჰამასთან მოლაპარაკებისთვის მძევლების გათავისუფლების შესახებ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განაცხადებით, დაამტკიცეს რაფაჰზე შეტევის გეგმა, სადაც ხუთთვიანი ომის შემდეგ მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება.
მოკავშირეებმა არაერთხელ მოუწოდეს ნეთანიაჰუს, თავი შეიკავოს რაფაჰზე თავდასხმისგან მშვიდობიანი მოსახლეობის ფართომასშტაბიანი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით. მაგრამ ისრაელი ამბობს, რომ ეს არის ჰამასის ერთ-ერთი ბოლო დასაყრდენი, რომლის განადგურების პირობაც დადო. ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ შეერთებულ შტატებს არ უნახავს რაფაჰის გეგმა, მაგრამ სურს გაეცნოს მას. მისივე თქმით, ჰამასის შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, შესაძლებლობის ფარგლებშია.
Reuters-ის ცნობით, ჰამასმა შუამავლებს და შეერთებულ შტატებს წარუდგინა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ისრაელის მძევლების გათავისუფლებას პალესტინელი პატიმრების თავისუფლების სანაცვლოდ, რომელთაგან 100 სამუდამო სასჯელს იხდის.
ნეთანიაჰუს ადმინისტრაცის განცხადებაში რაფაჰის თავდასხმის გეგმის შესახებ ნათქვამია, რომ ჰამასის მოთხოვნები მძევლების გათავისუფლების შესახებ არარეალურია, მაგრამ ისრაელის დელეგაცია მაინც გაემგზავრება დოჰაში.
ისრაელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები "ემზადება ოპერაციისთვის და მოსახლეობის ევაკუაციისთვის" რაფაჰში. თუმცა მითითებული ვადები და არ არსებობს დამატებითი მომზადების ნიშნები ადგილზე.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ავსტრიაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, რომ ისრაელმა წარმოადგინოს მკაფიო და გეგმა რაფაჰთან დაკასირებით, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.