უკრაინის დასავლელი მოკავშირეები შექმნიან კოალიციას, რათა უზრუნველყონ კიევი შორი დისტანციის არტილერიით და ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოიყენონ. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში, „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შოლცის თქმით, უკრაინის მხარადჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
”აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ასევე ცხადია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ასევე ცხადია, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით რუსეთთან ომის მდგომარეობაში. ჩვენი საერთო მიზანი არის და მიზნად დარჩება, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას შეეძლოს, ეფექტიანად დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან“, – განაცხადა შოლცმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ პარიზი, ბერლინი და ვარშავა გაერთიანებულნი არიან მიდგომებში, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის გამარჯვება ომში და ამავდროულად თავიდან აიცილონ პირდაპირი კონფლიქტი მოსკოვთან. მისივე თქმით, სამივე ქვეყანას მტკიცედ აქვს განზრახული, არ დაუშვან რუსეთის გამარჯვება და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა ბოლომდე.
სამი ქვეყნის ლიდერები შეხვდნენ, რათა შეემუშავებინათ საერთო პოზიცია უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, რომელიც ბოლო დროს საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტს განიცდის.