უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო მომავალ კვირაში შეხვედრას გამართავენ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ერმაკმა და სიიარტომ სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების გზები განიხილეს.
ამასთან, ანდრეი ერმაკი და პიტერ სიიარტო შეთანხმდნენ რეგულარული კომუნიკაციის შენარჩუნებაზე ორმხრივი დღის წესრიგის ყველაზე რთული საკითხების გადასაჭრელად.