ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსული და ბელარუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ითხოვს.
რეზოლუციას ერთხმად დაუჭირა მხარი ლიეტუვის სეიმის 107-მა დეპუტატმა.
რეზოლუციის თანახმად, პარლამენტარები მიმართავენ ევროკომისიას, სასწრაფოდ შეიმუშაოს კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ევროკავშირში რუსული და ბელარუსული წარმოშობის მარცვლეულის იმპორტს, სხვა ევროპულ ინსტიტუტებს კი მიმართავენ მხარი დაუჭირონ ამ აკრძალვას.
ლიეტუვის სეიმა ასევე სთხოვს ევროკომისიას უზრუნველყოს თანამშრომლობა და კოორდინაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რათა ეფექტურად და ერთნაირად გამოიყენოს ეს აკრძალვა ევროკავშირის მასშტაბით.
რეზოლუცია ცალკე სთავაზობს განიხილოს ევროკავშირში რუსული და ბელარუსული წარმოშობის საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობა. არახელსაყრელი საბაზრო ფასების შემთხვევაში, ევროკომისიას შესთავაზეს გამოიყენოს ინტერვენციების სისტემა უკრაინაში ჭარბი მარცვლეულის შესაძენად.
როგორც მედია აღნიშნავს, ევროკომისია, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარადგენს წინადადებას რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტის რაოდენობრივი შეზღუდვის შესახებ.
8 მარტს პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია რუსული და ბელარუსული საკვები პროდუქტების იმპორტზე სანქციების დაწესების შესახებ.