ნატო-ს შეფასებით, რუსეთის დანაკარგები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის ინფორმაციით, დასავლური სადაზვერვო სამსახურები ვარაუდობენ, რომ დაღუპული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ 350 ათასს გადააჭარბა. გენერალური მდივნის თქმით, აგრესორი ქვეყანა ძალიან ძვირს იხდის მცირე ტერიტორიულო მიღწევებისთვის.
სტოლტენბერგის თქმით, ასევე უკრაინის თავდასხმების შედეგად ჩაიძირა ან დაზიანდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. საჰაერო ბრძოლისას კი უკრაინამჩამოაგდო მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული თვითმფრინავები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 14 მარტის მდგომარეობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 427 840-ს შეადგენს.
იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ალიანსის ქვეყნებს გააფართოვონ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც უკვე მესამე წელია თავს იცავს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისგან. „უკრაინელების გამბედაობა არ ამოიწურება, მათ ამოეწურებათ საბრძოლო მასალა“, - თქვა მან 14 მარტს ბრიუსელში, 2023 წლის საბოლოო ანგარიშის წარდგენისას.
სტოლტენბერგმა გამოთქვა რწმენა, რომ ნატო-ს ქვეყნებს ერთად აქვთ შესაძლებლობა მისცენ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება. „ყველა მოკავშირემ უნდა მოძებნოს საშუალებები და სწრაფად იმოქმედოს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ნატო-ს ქვეყნებს აქვთ პოტენციალი, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური ნებაა საჭირო და ახსენასიტუაცია შეერთებულ შტატებში, სადაც რესპუბლიკელები პარლამენტში ბლოკავენ უკრაინისადმი ფართომასშტაბიანი დახმარებას რამდენიმე თვის განმავლობაში.