ევროკავშირი და ნატო ეჭვქვეშ აყენებენ რუსეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელშიც სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით აპირებს ხელახლა არჩევას.
ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერი პიტერ სტანომ განაცხადა, რომ პუტინის რუსეთში ძნელი წარმოსადგენია თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი ასევე ატარებს არჩევნებს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, რაც უკანონოა და არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას. ევროკავშირი არ ცნობს, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებს, ხაზგასმით აღნიშნა სტანომ.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არჩევნები რუსეთში არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი დარუსეთის ხელისუფლების მიერ ოპოზიციისა და მედიის ჩახშობაზე მიუთითა.
„ჩვენ უკვე ვიცით, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პატიმრობაში არიან, სხვები მოკლეს, ბევრმა ქვეყანა დატოვა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა,რომ რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი და თავისუფალი პრესა.