რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდსა და რეგიონში დაბომბვის გამო, სავაჭრო ცენტრები დაიკეტა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოების საკითხი. ბევრი მოთხოვნა იყო თქვენგან სავაჭრო ცენტრების დახურვის თაობაზე. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ - ახლა იხურება. შევთანხმდით, რომ ჯერჯერობით დღის ბოლომდე. მომდევნო დღეებში ყველაფერი ოპერატიული ვითარებაზე იქნება დამოკიდებული“, - წერს გლადკოვი.
ცნობილია, რომ ბელგოროდი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოყვა ინტენსიური სროლის ქვეშ, რის შედეგადაც ორი დაიღუპა.
13 მარტს უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსმა მოხალისეებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება ბელგოროდსა და კურსკში რუსეთის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმის შესახებ და ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
14 მარტს რუსეთის მოხალისეთა კორპუსის ხელმძღვანელმა და დამფუძნებელმა დენის ნიკიტინმა განაცხადა, რომ რუსი მოხალისეები 1,5 საათში გახსნიან ცეცხლს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში.
ამასთან, „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის მოხალისეებმა უკრაინის საზღვართან მდებარე კურსკის ოლქის სოფელ ტიოტკინეში რუსული ძალების საბრძოლო მასალის ორი საწყობი გაანადგურეს.
მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას ბელგოროდიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიმდინარეობის შესახებ.