აშშ-ის არმიამ დაიწყო ჯარისკაცების მომზადება არქტიკაში რუსეთთან და ჩინეთთან პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის. ამის შესახებ გამოცემა Business Insider წერს
გამოცემის თანახმად, თებერვალში, ალასკაში, წყნარი ოკეანის მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JPMRC) გაიმართა ორკვირიანი წვრთნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მე-11 საჰაერო სადესანტო დივიზიის 8 ათასზე მეტმა სამხედრომ, ასევე აშშ-ის საერთაშორისო მოკავშირეებმა. .
ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს საბრძოლო მზადყოფნის აღდგენის მნიშვნელობა ექსტრემალურ პირობებში რეგიონში აშშ-ის მოწინააღმდეგეების შეკავების მიზნით. „მისია არქტიკაში, უკიდურესი სიცივის პირობებში, მნიშვნელოვანია ჩვენი არმიისთვის, ჩვენი ერისთვის და ასევე ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის“, - თქვა აშ-ის არმიის წრმომადგენელმა პოლკოვნიკმა შონ ლუკასმა.
სამხედროებთან ერთად მომზადება სამხედრო ექიმებმაც გაიარეს.
2023 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა არქტიკის რეგიონში სტრატეგიის განხორციელების გეგმა (NSAR), რომელიც ერთი წლით ადრე იქნა მიღებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ინტერესები არქტიკაში „მოიცავს მრავალ ასპექტს“ - ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებას, ასევე კომერციულ და სამეცნიერო საქმიანობას. სტრატეგია გათვლილია ათწლიან პერიოდზე.
მანამდე აშშ-ის კონგრესში განაცხადეს, რომ არქტიკა შესაძლოა რუსეთთან კონფლიქტის ახალ ცენტრად იქცეს. ნატო-მ გამოთქვა შეშფოთება რუსეთსა და ჩინეთს შორის რეგიონში თანამშრომლობის გაზრდის გამო, მაგრამ აღნიშნა, რომ არქტიკა ასე სწრაფად არ გახდება ცხელი წერტილი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დეკემბერში განაცხადა, რომ არქტიკის განვითარება მოსკოვისთვის პრიორიტეტულია, რადგან რეგიონი მნიშვნელოვანია თავდაცვის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის თვალსაზრისით. მანამდე პუტინმა მოუწოდა მთავრობას შექმნას „ადამიანური პირობები“ ხალხისთვის არქტიკულ ზონაში საცხოვრებლად. „ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ბევრი ინტერესი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, - აღნიშნა პუტინმა.