ევროპარლამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნას არ აპირებს.
ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ არც ერთი დეპუტატისთვის არ მიუციათ უფლებამოსილება დააკვირდეს საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"ევროპარლამენტი არ დააკვირდება ამ საარჩევნო პროცესს და, შესაბამისად, არ გააკეთებს კომენტარს არც თავად პროცესზე და არც მის შედეგებზე. ევროპარლამენტის არც ერთი წევრი არ არის უფლებამოსილი დააკვირდეს ამ საარჩევნო პროცესს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის სხვა ტერიტორიებზე, ან კომენტარი გააკეთოს მასზე ევროპარლამენტის სახელით“, - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თუ ევროპარლამენტის რომელიმე წევრი გადაწყვეტს კომენტარის გაკეთებას ამ არჩევნებთან დაკავსირებით, ისინი ამას გააკეთებენ საკუთარი ინიციატივით და არაევროპარლამენტის სახელით.