ბერლინში, ლტოლვილთა ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრში რომელიც ტეგელის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა. ბერლინის პოლიციის განცხადებით, პავილიონზე გარე ზემოქმედება, სავარაუდოდ, გამორიცხულია.
ადგილობრივი კრიმინალური პოლიცია გამოძიებას ხანძრის განზრახ გაჩენის ფაქტზე აწარმოებს. „ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ეს გაუფრთხილებლობით გამოწვეული ხანძარი იყო თუ განზრახ“, - აღნიშნეს სამართალდამცავებმა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
დევნილთა დროებითი განთავსების პავილიონში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ასამდე მაშველი მონაწილოებდა, თუმცა 1000 კვ.მ ფართობის შენობა მთლიანად დაიწვა. ასობით ადამიანმა დროულად გამოსვლა შეძლო, არავინ დაშავებულა.
ბერლინის ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - 301 პავილიონიდან, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, კიდევ 700 მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. მათ შორის იყვნენ ბავშვები, გადაარჩინეს შინაური ცხოველებიც. ადამიანები, რომლებმაც საცხოვრებლები დაკარგეს, ალტერნატიული ფართებით იქნებიან უზრუნველყოფილი.