თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აფეთქება გვიან ღამით მოხდა, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე 4-სადარბაზოიანი კორპუსის მე-3 სადარბაზოში, კორპუსის პირველ სართულზე კომერციულ ფართში,სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
დაზიანებულია რამდენიმე ბინა და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები. აფეთქების ტალღამ კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია.
კორპუსიდან ყველა მცხოვრები გაიყვანეს. შენობის მდგომარეობა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ.