ავსტრია ორ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. მათ ქვეყანა მომავალი კვირის სამშაბათამდე უნდა დატოვონ. ამის შესახებ გამოცემა Presse იტყობინება.
გამოცემის ცნობით, გასულ წელს ვენაში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევების შემდეგ, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვირის დასაწყისში რუსეთის საელჩოს კიდევ ორ დიპლომატს აცნობა, რომ ისინი გაძევებული არიან დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებლობის გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი ავსტრიის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს.
ბოლოს ავსტრიამ რუსი დიპლომატები 2023 წლის თებერვალში გააძევა. მაშინ ვენამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.