ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს გამოყოფას.
„ევროკავშირის ელჩებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ევროპის მშვიდობის ფონდის რეფორმაზე, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას 2024 წლისთვის 5 მილიარდი ევოს გამოყოფით“, - ნათქვმია განცხადებაში.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, აღნიშნავს, რო მათი გზავნილი ნათელია, დაეხმარონ უკრაინას გამარჯვებაში.
"ჩვენ ეს გავაკეთეთ. ფონდი საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა კიდევ 5 მილიარდი ევროთი. გზავნილი ნათელია: ჩვენ მთელი ძალით მხარს ვუჭერთ უკრაინას გამარჯვებაში“, - წერს სოციალურ მედიაში ბორელი.