აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 352-მა დეპუტატმა, 65 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგი იყო 15 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატი კანონმდებელი.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სენატში.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს კანონპროექტს, თუ კანონპროექტს სენატი მხარს დაუჭერს.