ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება და მოუწოდა ევროპის ქვეყნებს გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და გააუმჯობესონ კოორდინაცია ამ სფეროში.
მანამდე ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესვლას „უაზრო ნაბიჯი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარსა და სამხედრო აღჭურვილობას განათავსებს.
პუტინის თქმით, რუსეთი ტექნიკური თვალსაზრისით მზად არის ბირთვული ომისთვის.
ოთხშაბათს ევროპარლამენტში გამოსვლისას ორპომ განაცხადა: „აშკარაა, რომ რუსეთი ემზადება დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის და წარმოადგენს მუდმივ და მნიშვნელოვან სამხედრო საფრთხეს ევროპისთვის“.
„თუ ჩვენ, როგორც გაერთიანებული ევროპა, ადეკვატურად ვერ ვუპასუხებთ ამ გამოწვევას, მაშინ მომავალი წლები სავსე იქნება საფრთხეებით და სავსე იქნება თავდასხმის მოსალოდნელი საფრთხით“, - განაცხადა ფინეთის მთავრობის მეთაურმა.
”რუსეთი დაუმარცხებელი არ არის ”, - თქვა ორპომ.
მან ევროკავშირის 27 ქვეყანას თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბლოკმა საკუთარ თავდაცვაზე უნდა იზრუნოს.