უკრაინის მხარეს მებრძოლმა მოხალისეთა რუსულმა გაერთიანებებმა ბელგოროდსა და კურსკში რუსეთის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმები დააანონსეს და ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს: ქალაქ ბელგოროდის მაცხოვრებლებს, ბელგოროდის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ყველას, ვინც გვისმენს.
პუტინის მკვლელები ახორციელებენ მასიურ თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, ათავსებენ თავიანთ პოზიციებს თქვენს სახლებს შორის, თქვენი შვილების სკოლებსა და სამთავრობო ინსტიტუტებს შორის. ყოველდღიურად ათობით ჩვეულებრივი უდანაშაულო ადამიანი (ძირითადად ქალები და ბავშვები) იღუპება ბელგოროდის დაბომბვის შედეგად. უკრაინის დაბომბვა ბელგოროდის ტერიტორიიდან უნდა შეწყდეს!
ამასთან დაკავშირებით ჩვენ იძულებულნი ვართ იერიში მივიტანოთ ქალაქ ბელგოროდსა და კურსკში მდებარე სამხედრო პოზიციებზე.
მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, მოვუწოდებთ ყველას სასწრაფოდ დატოვონ ქალაქები.
მოვუწოდებთ ადგილობრივ ხელისუფლებას გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე და დაიწყონ კურსკისა და ბელგოროდის რეგიონების ქალაქების ევაკუაცია“, - ნათქვამია ლეგიონის „რუსეთის თავისუფლების“, რუს მოხალისეთა კორპუსისა და ციმბირის ბატალიონის ერთობლივ განცხადებაში.
.