აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას და პრემიერს დონალდ ტუსკს შეხვდა.
შეხვედრის დაწყებისას ჯო ბაიდენმა უკრაინის მიმართ გამოცხადებულ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა.
თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი ინიციატივა, რომ ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის სამი პროცენტი უნდა დახარჯონ.
ამასთან, დუდამ უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი თავს დაესხმება სხვა სახელმწიფოებს, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვებს.
„დღეს უკრაინა უნდა დარწმუნდეს, რომ პუტინი ომში დამარცხდება. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც რამდენჯერმე იყო დამონებული რუსეთის მიერ. თუ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში, ის კვლავ დაესხმება სხვა სახელმწიფოებს. ამიტომ ისინი{რუსები} უნდა შევაჩეროთ, ისინი უნდა დაიბლოკონ, უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა დუდამ
ბაიდენმა შეაქო პოლონეთი მშპ-ს თითქმის 4%-ის დახარჯვისთვის თავდაცვაზე, რაც ნატო-ს წევრებისთვის დაწესებული 2%-იანი ბარიერზე ორჯერ მეტია.
ყოფილმა პრეზიდენტმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, თქვა, რომ მისი გამარჯვების შემდეგ,ის მისცემს საშუალებას რუსეთს გააკეთოს „რაც უნდა“ იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ასრულებენ ალიანსის თავდაცვის ხარჯების ვალდებულებებს.