სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში 5 ათასამდე ადამიანი უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე გამოვიდა და დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტა. იუწყება Reuters
გამოცემის ცნობით, მოქალაქეები ბრატისლავის ქუჩებში გამოვიდნენ, რათა გამოეხატათ მხარდაჭერა უკრაინისადმი. მათ გააკრიტიკეს ხელისუფლების ქმედებები, რომელიც ცდილობს განაახლოს კავშირები რუსეთთან.
პროტესტი საჰაერო თავდასხმის სიგნალით დაიწყო. „უკრაინაში ხალხს ეს ყოველდღე ესმის“, - თქვა საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა მიხალ გვორეცკიმ. ორგანიზატორების თქმით, აქციაზე 5 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.