მედიის ცნობით, ესტონეთში რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მფლობელებს, რომლებმაც 13 მარტამდე ავტომობილის ხელახალი რეგისტრაცია არ გაიარეს, 400 ევრომდე ჯარიმის გადახდა ემუქრებათ.
ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნა ესტონეთში რუსული სანომრე ნიშნით მანქანების შემოსვლის აკრძალვის შედეგია, რომელიც ძალაში შევიდა გასული წლის 13 სექტემბერს ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდით.
„პოლიციის თანამშრომლები მონიტორინგს გაუწევენ რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს საგზაო შემოწმების დროს, ხელახალ რეგისტრაცია უარი არის დანაშაული, რომელიც ისჯება ჯარიმით 400 ევრომდე“, - განაცხადა პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანდრეს კირსინგმა.