ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ბოსნია დაჰერცეგოვინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო და პროკურატურის სისტემების გასაუმჯობესებლად, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კომისიის რეკომენდაციაა, საბჭომ მიიღოს მოლაპარაკებების ჩარჩო მას შემდედ, რაც ბოსნია და ჰერცეგოვინა გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს კომისიის მოხსენების შესაბამისად.
ევროკავშირმა ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსი 2022 წლის დეკემბერში მიანიჭა.
ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს შეიტანა, მაგრამ ევროკომისიისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერში მიიღო.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მანამდე უკრაინასა და მოლდოვას მიმართ მიიღეს.