უკრაინული მედია გამოცემა Politico-ზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რამდენიმე საათში გამოაცხადოს, მოიცავს ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, რომელთა რადიუსი დაახლოებით 160 კილომეტრია.
გამოცემის ცნობით, პაკეტის ღირებულება 300 მილიონი დოლარი იქნება. დაფინანსება პენტაგონის 4 მილიარდი დოლარის მოცულობის ბიუჯეტიდან იქნება უზრუნველყოფილი.
ATACMS-ის გარდა პაკეტში შევა 155 მ-იანი ჭურვები და GMLRS-ის მართავდი რეაქტიული ჭურვები.
როგორც Politico-ს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, პაკეტი მხოლოდ დროებითი გამოსავალია დაეს არ არის დამატებითი დახმარების ალტერნატიული გზა.
უკრაინისთვის დახმარების პაკეტი შეფერხებულია აშშ-ის კონგრესში გასული წლის შემოდგომიდან დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის უთანხმოების გამო მექსიკასთან საზღვრის რეგულირებასთან დაკავშირებით.