ბელგოროდში უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
როგორც BBC წერს, ბელგოროდის მერიის განმარტებით, დრონიშენობის შესასვლელ კარს შეეჯახა.
გლადკოვის თქმით, იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
გლადკოვის განმარტებით, ადმინისტრაციის შენობაში ჩაიმსხვა მინები და დაზიანდა ფასადი.