რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ივანოვოს ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ-76-მა კატასტროფა განიცადა. ბორტზე ეკიპაჟის რვა წევრი და შვიდი მგზავრი იმყოფებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი აეროდრომიდან აფრენისას, გეგმური ფრენის შესრულების დროს ჩამოვარდა.
აფრენის დროს ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი.
რუსული მედიის ცნობით, რეგიონის დასახლებული პუნქტები არ დაზარალებულა.