ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა არიელ ჰენრიმ თანამდებობა დატოვა. იუწყება Reuters
ჰენრი ამ თანამდებობას იკავებდა 2021 წელს, ქვეყნის ბოლო პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზას მკვლელობის შემდეგ.
ჰენრი მას შემდეგ გადადგა, რაც იამაიკაში რეგიონული ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რათა განეხილათ პოლიტიკური გარდამავალი ჩარჩო, რომლისკენაც შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას მოუწოდა დაეჩქარებინათ საპრეზიდენტო საბჭოს შექმნის გზით.
როგორც ცნობილია, ჰაიტიში ვითარება თითქმის უკონტროლოა, რამდენიმე დღის წინ შეიარაღებული ჯგუფები თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახემწიფო უწყებების შენობებს, მანამდე კი ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მთავარ ციხეში შეიჭრნენ და 4000 პატიმარი გაათავისუფლეს.