აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში საუბარია ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკურ დახმარებაზე და ჩინეთ-რუსეთს შორის ვაჭრობის ზრდაზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. კერძოდ, აღნიშნულა, რომ 2022 წლიდან, სამჯერ არის გაზრდილი ჩინური საქონლის ექსპორტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის,
ამის შესახებ Reuters იუწყება აშშ-ს დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით, რომელშიც 2024 წლის საფრთხეებია შეფასებული.
მოხსენება ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ჩინეთიდან და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, შეერთებული შტატების უდიდეს კონკურენტებზე. ანგარიშში ასევე საუბარია უფრო ფართო კონფლიქტის რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია ისრაელის სამხედრო ოპერაციასთან ჰამასის წინააღმდეგ ღაზაში.
როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, ჩინეთი ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში დახმარებას უწევს რუსეთს და და მხარს უჭერს რუსეთის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებას.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ხოლო ჩინეთის საქონლის ექსპორტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის, 2022 წლიდან სამჯერ არის გაზრდილი.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინსმა სენატში დაზვერვის საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა კანონმდებლებს დაამტკიცონ უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარება. მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლებს უკრაინა შეინარჩუნოს რუსეთისგან გათავისუფლებული ტერიტორიები ვაშინგტონის დახმარების გარეშე.
ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ აშშ აწყდება მზარდ მყიფე მსოფლიო წესრიგს, რომელიც განიცდის დიდი ძალების კონკურენციას, ტრანსნაციონალურ გამოწვევებს და რეგიონულ კონფლიქტებს.
გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს ტექნოლოგიები აშშ-ს მიმდინარე არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობისთვის.