შვეიცარიის ალპებში ხუთი დაკარგული მოთხილამურის ცხედარი იპოვეს.
მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ზღვის დონიდან 3 706 მეტრის სიმაღლეზე, მთა ტეტ-ბლანშზე მიმდინარეობდა
ექვს მოთხილამურესთან, რომლებიც 9 მარტს ალპების საკურორტო ქალაქ ცერმატიდან გავიდნენ კავშირი გაწყდა. მათი ძებნა იმავე დღეს დაიწყო. პოლიციის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში გამოყენებული იყო ყველა არსებული საშუალება, მათ შორის ტექნიკური, თუმცა ძებნა უამინდობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა.
პოლიციის ცნობით, მოთხილამურეები 21-დან 58 წლამდე იყვნენ. ხუთივე ერთი ოჯახის წევრი იყო ვალეს კანტონიდან, ხოლო მეექვსე ფრიბურგის კანტონიდან იყო.
მეექვსე მოთხილამურეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.