რუსეთი ომანის ყურესა და არაბეთის ზღვაში ირანთან და ჩინეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. იუწყება Reuters
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერთობლივ წვრთნებში, სახელწოდებით „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი 2024“, ჩაერთვებიან სამხედრო ხომალდები და თვითმფრინავები,
რუსული გემები, სავარაუდოდ, უკვე ჩავიდნენ ირანში. მანევრების მთავარი მიზანია „საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების შემუშავება“
სამი ქვეყნის წვრთნებს პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთის და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები დააკვირდებიან.
2023 წელს რუსეთმა, ირანმა და ჩინეთმა 15-19 მარტს ომანის ყურეში საზღვაო წვრთნები „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი 2023“ გამართეს.