პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინასთან საზღვრის ჩაკეტვას პოლონეთის მთავრობა არ განიხილავს.
მედიის ცნიბოთ, ტუსკი გაფიცულ ფერმერებს შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
პოლონელნა ფერმერებმა შეხვედრით უკმაყოფილება გამოთქვეს და მორიგი მაშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 მარტს გაიმართება.
ფერმერების ერთ-ერთი წარმომადგენლის, ტომაშ ობშანსკის თქმით, გადაიკეტება გზები.
„ეს იქნება უფრო ძლიერი და მასშტაბური გაფიცვა. ფერმერებს დიდი პრობლემები აქვთ, რადგან არ არსებობს არანაირი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ცდილობს, რაც შეუძლია, ჩვენ მაინც ყველაფრის გარეშე დავრჩით”, – განაცხადა ობშანსკიმ.
პოლონეთში ფერმერებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები თებერვალში, დაიწყე.ს გადაკეტეს უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელები. ისინი ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტის შეჩერების მოითხოვდნენ.