მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ღობის დემონტაჟი დაიწყეს. დემონტაჟის ფარგლებში, ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტურნიკეტების აღებაც იგეგმება.
რკინის ღობე კანცელარიასთან ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაამონტაჟეს. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციის წინ, სკვერის მოწყობა იგეგმებოდა.