საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ფუნდამენტალურად განახლებული და სახეშეცვლილი ბალანჩივაძეების სახელობის Music Hall გახსნა.
პირველ ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის მიერ შექმნილი ნაწარმოებებით გაიხსნა.
ქუთაისის Music Hall რესტავრაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა, რომელიც 4 მილიონ 88 ათასი ლარი დაჯდა.