კომპანია „მეტაში“ აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ. ამის შესახებ „ტვიტერზე“ „მეტას“ პრესსპიკერმა ენდის სტოუნმა დაწერა.
„ჩვენ ინფორმირებული ვართ, რომ მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემები ჩვენს სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით. ჩვენ ამჟამად ამაზე ვმუშაობთ“, – წერს „მეტას“ პრესსპიკერი „ტვიტერზე“.
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ მომხმარებლებს დაახლოებით ერთი საათის წინ გაეთიშათ.
სოციალური ქსელებით სარგებლობას ვერ ახერხებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.