შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მიჩიგანის შტატში დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში დიდი გამარჯვება მოიპოვა. ბიულეტენების 99 პროცენტის დამუშავების შემდეგ, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ხმების 81,1 პროცენტი მიიღო, იუწყება The Washington Post.
პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის დინ ფილიპსის შედეგი იყო 3.0 პროცენტი, მწერალ მარიან უილიამსონის - 2.7 პროცენტი. ამავდროულად, 100 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა - 13,3 პროცენტმა, პრაოიმერიზზე აირჩია ვარიანტი - "გადაუწყვეტელი".
იმავე დღეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა მიჩიგანში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში. ხმების 99 პროცენტის დათვლის შედეგად მისი შედეგი 68,2 პროცენტია, ხოლო მისმა ერთადერთმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ 26,5 პროცენტი მიიღო. „გადაუწყვეტელი“ ვარიანტი რესპუბლიკელი ამომრჩევლების 3.0 პროცენტმა აირჩია.
მიჩიგანი არის ეგრეთ წოდებული „მერყევი“ შტატი. ასეთი შტატი აშშ-ში ცამეტია. ამ შტატებს არ აქვთ დემოკრატების ან რესპუბლიკელებისთვის ხმის მიცემის ისტორიული ტრადიცია და პრივე პარტიას პოპულარულობის მხრივ თანაბარი დონე აქვთ.
უნდა აღინოშნოს, რომ ასეთ შტატებში ხმის მიცემის შედეგებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა წარსულში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.