ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის გარდა ხანძარია ხევრუსეთში - სოფელ ბარისახოშიც.
ტყის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზურაბ ქელეხსაშვილის განცხადებით, ცეცხლი ძირითადად ფოთოლს უკიდია.
ამ ეტაპზე სამ ჰექტრამდე მიწის ფართობია დამწვარი. ადგილზე შესაბამისი ტექნიკა უკვე მობილიზებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ქელეხსაშვილის განმარტებით, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.