ოკუპირებულ ახალგორში ახმაჯის ტყეს ცეცხლი უკიდია.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული.
კიდევ ერთი ინფორმაციით, ოკუპირებულ რაიონში გუშინ მთელი დღის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა. მოსახლეობა ზუსტ მიზეზს ვერ აკონტროლებს, თუმცა აცხადებს, რომ სოფელ ახმაჯთან მძიმე ტექნიკაც გადაადგილდებოდა, ახალგორის თავზე კი ვერტმფრენები დაფრინავდნენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი ეჭვობს, რომ სროლის ხმა ახალგორში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს უნდა უკავშირდებოდეს.
"ზუსტად ძნელია სროლის მიზეზების დადგენა, რადგან ტერიტორიას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, თუმცა თუ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ეს სამხედრო წვრთნებს უნდა უკავშირდებოდეს", - აცხადებს ჯანაშვილი.