პენტაგონის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და მათმა მოკავშირეებმა განახორციელეს მორიგი იერიში იემენელი ჰუსიტების ობიექტებზე.
„...ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდების და ახალი ზელანდიის მხარდაჭერით, იერიში მიიტანეს სამხედრო ობიექტებზე იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე“, - განაცხადა ოსტინმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოალიციის ძალებმა დაარტყეს რვა სამიზნეს, მათ შორის მიწისქვეშა იარაღის საცავს, სარაკეტო ბაზებს, უპილოტო საფრენი აპარატების კომპლექსებს, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარებს და ვერტმფრენს.
„დარტყმები განხორციელდა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების დაჯგუფებების უნარის შერყევისა და შესუსტების მიზნით. ჰუსიტები ახორციელებენ მადესტაბილიზირებელ და უგუნურ თავდასხმებს ამერიკულ და საერთაშორისო გემებზე, რომლებიც გადიან წითელ ზღვაზე, ბაბ ალ-მანდების სრუტესა და ადენის ყურეს," - ნათქვამია ოსტინის განცახდებაში
აშშ-ის თავდაცვის მდივანი აღნიშნავს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები არ დააყოვნებს საჭიროებისამებრ მიიღოს ზომები სიცოცხლისა და ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის დასაცავად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყალგამტარ გზაზე“.