უკრაინიდან საქართველოში ე. წ. კანონიერი ქურდის, კახა ნოვოროსიისკის დეპორტაცია განხორციელდა. უკრაინის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტის ინფორმაციით, ე. წ. კანონიერი ქურდი საქართველოში სამგზავრო თვითმფრინავ დნეპროპეტროვსკ-თბილისის რეისით ჩამოიყვანეს.
კახა ნოვოროსიისკი, უკრაინის შს სამინისტროს ინფორმაციით, ემალებოდა რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს უკრაინაში და ე. წ. ქურდული შეკრების ორგანიზებას ცდილობდა, რათა საუბარი გავლენის სფეროების გადანაწილებაზე წასულიყო.
უკრაინელი სამართალდამცავები ასევე იუწყებიან, რომ კახა ნოვოროსიისკიმ შექმნა სქემა უკრაინის ტერიტორიაზე უცხოელების ლეგალიზაციისთვის. კერძოდ, ქართველებს იგი ეხმარებოდა, უკანონოდ მიეღოთ უკრაინის მოქალაქის პასპორტი. დეპორტაციის გარდა, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კახა ნოვოროსიისკის უკრაინის ტერიტორიაზე ჩასვლა 5 წლის განმავლობაში ეკრძალება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ე. წ. კანონიერი ქურდი 2009 წლის 19 სექტემბერს ყირიმში დააკავეს