შვიდი წლის წინ, ამ ტრიბუნიდან მე ერთი განცხადება გავაკეთე და მინდა ეს განცხადება დღესაც გავიმეორო. პოლიტიკაშიც რომ იგივე შეფასება იყოს, როგორც სპორტში, თქვენ დღეის მდგომარეობით რამდენიმე ოქროს მედალი გეკუთვნით, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა შოთა ხაბარელმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.
„თუ გადავხედავთ თქვენს პოლიტიკურ განვლილი გზას, ყველა ნაბიჯი წარმატებული იყო. თუნდაც რად ღირს ის თქვენი შექმნილი კონსტიტუცია, რომელმაც ვენეციის კომისიიდან უმაღლესი შეფასება მიიღო. ეს არის ის თქვენი წარმატება, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ მომავალში უფრო წარმატებული იქნებით. ჩემი დიდი სურვილია, რომ 4 წლის შემდეგ კიდევ მიუმატოთ ოქროს მედლები თქვენს წარმატებებს“, - აღნიშნა ხაბარელმა.
პარლამენტში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.