ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს საჩუქრებს გადაცემს.
ქარელის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასაჩუქრე პაკეტებს მიიღებენ სამამულო ომის ვეტერანები, 100 წელს გადაცილებული მოხუცები და 1990-93 და 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახები.
სასაჩუქრე პაკეტებში ტკბილეული და პროდუქტები იქნება.
,, ეს მცირედი საჩუქარი ამ ადამიანების მიმართ ერთგვარი ყურადღების გამოჩენის ფორმაა. იმედი გვაქვს, ეს საჩუქარი ცოტათი მაინც წაადგება საახალწლოდ ამ ოჯახებს,"- აცხადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია ბურჯანაძე.